weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოს რკინიგზა სადეზინფექციო სამუშაოებს პერმანენტულ რეჟიმში ატარებს

19:28 ხუთშაბათი, 12 მარტი 2020

„საქართველოს რკინიგზა“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოძრავი შემადგენლობების, სადგურების, სერვის ცენტრებისა და დეპოების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას აგრძელებს.

სამგზავრო მატარებელსა და დეპოებში დეზინფექციის პროცესის მიმდინარეობას საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსი ადგილზე გაეცნო.

ნიკა კაჭარავას განცხადებით, საქართველოს რკინიგზა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და დაგეგმილ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს ამ რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს.

„საქართველოს რკინიგზის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ყველა მოძრავ შემადგენლობაში, ასევე შენობებში, დეპოებში და სერვის ცენტრებში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები. დეზინფექციისთვის ვიყენებთ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებული ქიმიური ნივთიერების შემცველ ხსნარებს. დეზინფექცია ტარდება პერმანენტულ რეჟიმში და გაგრძელდება მანამ, სანამ გვექნება მითითება“, - განმარტავს ნიკა კაჭარავა.

დაავადების პრევენციისთვის „საქართველოს რკინიგზა“ მემანქანეების რეისის წინა შემოწმების პროცესს შესაბამისი აპარატურით ახორციელებს. უკვე შესყიდულია და მიმდინარე წლის აპრილიდან აღნიშნული აპარატურა იქნება სრულად უკონტაქტო ყველა შესამოწმებელ პუნქტში, ხოლო ვირუსის პრევენციისთვის მარტის ბოლომდე მემანქანეების შემოწმება ერთჯერადი, ინდივიდუალური ალკოტესტერებით განხორციელდება, რისი შესაბამისი მარაგიც კომპანიის მიერ უკვე შეძენილია.

R - საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]