weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

16:36 ხუთშაბათი, 19 მარტი 2020

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, 73 წლის ქალი გარდაიცვალა.

„გარდაცვლილი გახლავთ ხანდაზმული მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა თანმდევი სიმპტომები. ამიტომ, გარკვეულწილად იყო გართულებული შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი მოხდა და ბუნებრივია, ვწუხვარ, ოჯახს ვუზიარებ ჩემს მართლაც გულწრფელ სამძიმარს“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი წესით სამშობლოში გადმოსვენება და ამ ვითარებაში, აუცილებელია რომ გათვალისიწნებული იქნას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლი. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე ესპანეთში საქართველოს საკონსულოს მუდმივი კონტაქტი აქვს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

„ყველა ეს შემთხვევა მკაცრად არის აღრიცხული. ჩვენ ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ვართ კომუნიკაციაში. ყველა ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ აღრიცხული გვყავს, არის თვითიზოლირებული, რადგანაც ევროპის ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პიროვნება დაინფიცირებული და აქვს თუ არა სიმპტომები, საავადმყოფოები მათ სახლის პირობებში უწევენ რეკომენდაციას. ამიტომ ყველა მათგანს ჩვენ დავაკავშირებთ დაავადების კონტროლის ცენტრთან, რომ უკვე თბილისიდან მიიღონ მათ ჩვენი სპეციალისტებისგან შესაბამისი რეკომენდაცია კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]