weather cur horoscope tv
აპრილი 01, 2020

Wizz Air-მა 3 აპრილამდე საქართველოდან ფრენები ყველა მიმართულებით შეაჩერა

17:16 ხუთშაბათი, 19 მარტი 2020 hits 982

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air-მა საქართველოდან ფრენები 3 აპრილამდე ყველა მიმართულებით შეაჩერა.

გაუქმებული მიმართულებები და ფრენების შეჩერების თარიღები ასე გამოიყურება:

ავსტრია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე; ბელგია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე; კვიპროსი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე; ჩეხეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე; დანია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე; ესტონეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე; საფრანგეთი – 16 მარტიდან 3 აპრილამდე; გერმანია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე; საბერძნეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე; უნგრეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე; იტალია – 3 აპრილამდე; ლატვია – 17 მარტიდან 14 აპრილამდე; ლიეტუვა – 17 მარტიდან 30 მარტამდე; ნიდერლანდები – 18 მარტიდან 3 აპრილამდე; პოლონეთი – 15 მარტიდან 28 მარტამდე; ესპანეთი – 16 მარტიდან 3 აპრილამდე; დიდი ბრიტანეთი – 17 მარტინდან 3 აპრილამდე.

19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216 პირი. 40 ინფიცირებული ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია. 18 მარტიდან საქართველოში აკრძალულია სამარშრუტო ტაქსებით მგზავრების გადაყვანაც. დახურულია სამთო-სათხილამურო კურორტები და დაკეტილია საზღვრები. ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) 19 მარტის  მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია 213 254 შემთხვევა, აქედან ჩინეთში დაფიქსირდა 81 238. აღრიცხულია სიკვდილის  8 843 შემთხვევა: ჩინეთი (3 250), იტალია (2 978), ირანი (1 135), ესპანეთი (598), საფრანგეთი (244), შეერთებული შტატები (150), გაერთიანებული სამეფო (103), სამხრეთ კორეა (91), ნიდერლანდები (58), იაპონია (29), შვეიცარია (21), ფილიპინები (17), ბელგია (14), სან-მარინო (14), გერმანია (13), ერაყი (12), შვედეთი (10), კანადა (9), საერთაშორისო კონვეიერი იაპონიაში (7), ალჟირში (6), ავსტრალია (6), ეგვიპტე (6), საბერძნეთი (5), ინდონეზია (5), პოლონეთი (5), ავსტრია (4), ბრაზილია (4), დანია (4), ლიბანი (4), ეკვადორი (3), ინდოეთი (3), ნორვეგია (3), ალბანეთი (2), არგენტინა (2), ბულგარეთი (2), ირლანდია (2), ლუქსემბურგი (2), მალაიზია (2), მაროკო (2), პორტუგალია (2), უკრაინა (2), ბაჰრეინი (1), ბურკინა ფასო (1), კოსტა რიკა (1), კუბა (1), გვატემალა (1), გაიანა (1), უნგრეთი (1), მოლდოვა (1), პანამა (1), სლოვენია (1), სუდანი (1), ტაივანი (1), ტაილანდი (1) და თურქეთი (1).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]