weather cur horoscope tv
ივლისი 11, 2020

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მიმართვა რკინიგზელებს

14:43 კვირა, 22 მარტი 2020 hits 674

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე რკინიგზის თანამშრომელბს მიმართავს და მადლობას უხდის იმისათვის, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში რკინიგზა შეუფერხებლად მუშაობს.

ძვირფასო კოლეგებო, რკინიგზელებო! დღეს, საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, თითოეული თქვენგანის თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რომ საქართველოს რკინიგზა განაგრძობს განსაკუთრებულ რეჟიმში, მაგრამ შეუფერხებლად მუშაობას! სატვირთო და სამგზავრო შემადგენლობები უწყვეტად  მოძრაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნათ სურსათის, საწვავის თუ გადაადგილების პრობლემა.

თითოეული თქვენგანის ყოველდღიური შრომა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საკუთარი პროფესიის, კომპანიის და სახელმწიფოს მიმართ  ერთგულებისა და თავდადების საუკეთესო მაგალითია. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისა და დაუღალავი მუშაობისთვის, თქვენი მოქალაქეობრივი და პროფესიული პასუხისმგებლობისთვის! 

არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ. თქვენი მონდომებით და ეფექტური შრომით შევძლებთ რთული მდგომარეობიდან გამოსვლას. თქვენი თავდადება დღეს გმირობის ტოლფასია და ყოველი თქვენგანი ამ ქვეყნის უსახელო გმირია. 

ჩვენი შრომა საქართველოს რკინიგზის წარმატების საწინდარია, რომელიც ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის დღეს არსებითად მნიშვნელოვანია. მჯერა ამ გამოწვევაშიც  გავიმარჯვებთ ერთად და ღირსეულ წვლილს შევიტანთ ქვეყნის აღმშენებლობაში!

R - საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]