weather cur horoscope tv
ივნისი 05, 2020

კახეთში 4 საავადმყოფო განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა

12:31 ოთხშაბათი, 25 მარტი 2020 hits 1954

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი, თელავის ცენტრალური საავადმყოფო, საგარეჯოს სამედიცინო ცენტრი და ლაგოდეხის კლინიკა განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადაიყვანეს.

ამ კლინიკებში მოთავსებული პაციენტები სხვა სამედიცინო ცენტრებში, გუშინ, გვიან ღამით გადაამისამართეს. ოთხივე სტაციონარი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მოამზადეს, ასეთი ვითარების დადგომის შემთხვევაში. დღეისათვის კახეთის რეგიონში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონის წარმომადგენლის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, თუმცა რადგან კახეთში ინფექციური საავადმყოფო არ არსებობს, სამედიცინო ცენტრები ამიტომ მოამზადეს, რომ ვითარების შესაძლო გართულებას მზად შეხვდნენ. მისივე მონაცემებით, კახეთში 8 საკარანტინე ადგილია, სადაც 528 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაშია 463 ადამიანი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]