weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები ჩერდება ან გადაიდება

17:15 ოთხშაბათი, 25 მარტი 2020

„ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები, შენობების დემონტაჟი; ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. 

მისივე თქმით, დგინდება ნოტარიუსების საქმიანობების განსხვავებული წესი, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო დაადგენს.

პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული და სპორტული ღონისძიების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, მათ შორის, წვრთნები და ვარჯიშები.

21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. მკაცრი საკარანტინო რეჟიმია ორ მუნიციპალიტეტში - მარნეულსა და ბოლნისში, ორივე რაიონი დახურულია.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]