weather cur horoscope tv
მაისი 25, 2020

919 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში ბოლო ერთ დღეში

21:42 პარასკევი, 27 მარტი 2020 hits 530
919 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში ბოლო ერთ დღეში Represented by ZUMA Press, Inc

ახალი კორონავირუსის შედეგად, იტალიაში ბოლო 24-საათში 919 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ეს ქვეყანაში ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო ერთ დღეში covid 19-ით დაინფიცირების 5 909 ახალი შემთხვევა გამოვლიდა.

ჯამში იტალიაში ახალი კორონავირუსით სულ 9 134 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 86 498-ია.

გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიამ გაუსწრო ჩინეთს, სადაც ახალი კორონავირუსი პირველად გავრცელდა. სულ ჩინეთში 3 292 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებული კი 91 340 პირია. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის შედეგად ჩინეთში 5 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა რიცხვის ზრდით დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ახალი კორონავირუსის 93 329 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 7 894 ბოლო ერთ დღეში. სულ გარდაცვლილია 1 384 ადამიანი, აქედან 89 ბოლო 24 საათის განმავლობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]