weather cur horoscope tv
მაისი 25, 2020

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა

22:10 პარასკევი, 27 მარტი 2020 hits 277

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge გვაწვდის, კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, საავადმყოფოებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პირი. 83 ინფიცირებული ადამიანიდან გამოჯანმრთელებულია 14 პაციენტი.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მოთავსებული პაციენტებიდან ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ერთი ასაკოვანი ქალი ყველაზე მძიმედაა. ჯერჯერობით მისი მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ და გარკვეულწილად მუდმივად პროგრესირება გვაქვს. დანარჩენი 3 პაციენტის მდგომარეობა დღეს დღის განმავლობაში არ გაუარესებულა, მაგრამ ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. დაავადებამ ნებისმიერ დროს შეიძლება პროგრესირება განიცადოს. ვიმედოვნებ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]