weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქართველოს 7 ქალაქში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

20:58 ორშაბათი, 30 მარტი 2020

თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების, პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პუნქტებზე კონტროლს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ძალები განახორციელებენ.

„შეუძლებელია დღეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ერთ კვირაში ან ორ კვირაში, ამიტომ უკიდურესი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას. სწორედ ამიტომ, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საგანგებო მდგომარეობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება. საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი წესდება და სახლიდან გამოსვლა იკრძალება. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ დღის განმავლობაშიც, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში. კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი განთავსდება უკანა სავარძელზე. იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 4978 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 266 პირი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. 23 მარტიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მას შემდეგ, რაც მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ორივე მუნიციპალიტეტში ბლოკ-პოსტებია მოწყობილი, შესასვლელ-გამოსასვლელებს სამხედროები და პოლიციელები აკონტროლებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]