weather cur horoscope tv
მაისი 26, 2020

მარნეულში კორონავირუსი კიდევ ორ ქალს დაუდგინდა

12:08 სამშაბათი, 31 მარტი 2020 hits 555

„ჯეო ჰოსპიტალსის“ მარნეულის კლინიკაში კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მარნეულის სათემო რადიო კლინიკის დირექტორზე ტატა შენგელიაზე დაყრდნობით ავრცელებს. შენგელიას თქმით, კორონავირუსი ორ ქალს დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე დაუდგინდა. ამ დროისთვის კლინიკაში  ეპიდემიოლოგების ჯგუფს ელოდებიან, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტებს სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ.

შენგელაია ვერ აზუსტებს, არიან თუ არა აღნიშნული პირები მარნეულში კორონავირუსის დადასტურებული პირველი შემთხვევის კონტაქტები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. 23 მარტიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მას შემდეგ, რაც მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ორივე მუნიციპალიტეტში ბლოკ-პოსტებია მოწყობილი, შესასვლელ-გამოსასვლელებს სამხედროები და პოლიციელები აკონტროლებენ.

31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათია დაწესებული და სახლიდან გამოსვლა იკრძალება. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ დღის განმავლობაშიც, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში. კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი განთავსდება უკანა სავარძელზე. იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 21 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4995 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]