weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მოვუწოდებ მოქალაქეებს, თან იქონიონ პირადობის მოწმობები - მეზვრიშვილი

14:50 სამშაბათი, 31 მარტი 2020

„საღამოს 9-საათიდან გადავდივართ სხვა რეჟიმზე, ე.წ კომენდანტის საათზე. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ დღეიდან აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, რადგან აღსრულების პროცესს სრულად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცხელ ხაზზე შედის ბევრი შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, ტრანსპორტით შეიძლება გადაადგილდეს თუ არა სამზე მეტი ადამიანი, თუ ბავშვები ერთი ოჯახიდან არიან.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ 3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი.

ეს, პირველ რიგში, კეთდება იმ არასრულწლოვნების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. საუბარია ნებისმიერი ასაკის ბავშვზე. ჩვენ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი გამოვაცხადეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი აკრძალვების მიხედვით, 3 ადამიანზე მეტი ავტომანქანაში ვერ იჯდება“, -  განაცხადა მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ეს ყველაფერი გარკვეულ უსიამოვნო პროცესებთან არის დაკავშირებული და გასაგებია, რომ მოქალაქეებს ექმნებათ გარკვეული დაბრკოლებები, მაგრამ „ამას უნდა მოვეკიდოთ გაგებით იმიტომ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ისევ და ისევ მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად“.

მეზვრიშვილის განმარტებით, კარანტინის შემდეგ ავტომანქანების რაოდენობა და კონცენტრაცია ქალაქებში შემცირებულია: „გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ მსუბუქი ავტომობილები მოძრაობს და ადამიანები პროდუქტებისა თუ ფარმაცევტული პროდუქციის საყიდლად გამოდიან, თუმცა, მოქალაქეების და მანქანების კონცენტრაცია დღეს დილიდან უკვე შემცირებულია“.

21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტის დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 21 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4995 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]