weather cur horoscope tv
მაისი 25, 2020

კარდენახში დაკრძალვაზე მყოფ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა

15:59 სამშაბათი, 31 მარტი 2020 hits 2644

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში სარიტუალო ღონისძიებაზე მყოფ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა სოფელში პაპის დაკრძალვაზე 19 მარტს თბილისიდან იყო ჩასული. ინფიცირებული ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც „რეგინფოს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გურჯაანის სამსახურის უფროსმა მანანა გოგაშვილმა უთხრა, ეპიდემიოლოგები კონტაქტებს იკვლევენ, 5 ადამიანი თვითიზოლაციაშია მოქცეული და კვლევა გრძელდება. „როგორც ჩვენ ვიცით, დაკრძალვის შემდეგ სუფრასთან დაახლოებით 12 ადამიანი ყოფილა. ყველა კონტაქტს ვიკვლევთ. პაპის დაკრძალვის შემდეგ ახალგაზრდა თბილისში დაბრუნდა. ის კლინიკაში 30 მარტს მოათავსეს და კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა“, - აღნიშნა გოგაშვილმა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა 21 აპრილამდე. მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტის დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 21 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4995 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

 

ამ თემაზე:

კორონავირუსით ინფიცირებული ტაქსის მძღოლია - ახალი დეტალები კარდენახის ამბავზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]