weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გაფართოვდა იმ პირთა წრე, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

12:44 ოთხშაბათი, 01 აპრილი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კორონავირუსზე შემოწმების ახალი წესი დამტკიცდა, რომლითაც გაფართოვდა იმ პირთა წრე, ვისაც ტესტირება ჩაუტარდება. ახალი პროტოკოლის თანახმად, ტესტირება ჩაუტარდებათ იმ პირებსაც, ვისაც არ აქვთ რისკის ჯგუფის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, არ ჰქონიათ შეხება ინფიცირებულთან და აქვთ სიმპტომები.

„დღემდე მოქმედი პროტოკოლი გულისხმობდა მხოლოდ იმ პირების ტესტირებას, რომლებსაც მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ჰქონდათ ცხელებით ან ცხელების გარეშე და მეორე აუცილებელი პირობა იყო, რომ პიროვნებას უნდა ჰქონოდა რაღაც რისკის შემცველი ქცევები, ანუ მას უნდა ემოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში მაღალი რისკის ზონის ქვეყნებში, ან უნდა მიეღო სტუმარი ამ ქვეყნებიდან, ან უნდა ყოფილიყო კონტაქტში ავადმყოფებთან. სხვები ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ. ეს პროტოკოლი სრულიად საკამარისი იყო შეკავების ფაზაში, როდესაც ყველა დაინფიცირებულის კონტაქტი იყო იდენტიფიცირებული და გამოკვლეული.

ახლა, როცა დაიწყო შიდა გადაცემები და რიგ შემთხვევებში პაციენტი ვერ ასახელებს, ვისგან შეიძლებოდა დაინფიცირებულიყო, საჭირო გახდა ცვლილებები.

ახალ ალგორითმში სამი პაკეტი შეიქმნა - პირველი დარჩა უცვლელი, ანუ, ის პირები, რომლებიც აქამდე ექვემდებარებოდნენ ტესტირებას, კვლავ ექვემდებარებიან ტესტირებას.

ამას დაემატა მეორე პაკეტი – უსიმპტომო პირები, მაგრამ რისკის ქცევებით. მაგალითად, პიროვნებას არ აქვს სიმპტომები, მაგრამ ის ამბობს, რომ იმოგზაურა იტალიაში, ან უმასპინძლა იტალიელ სტუმრებს, ან კონტაქტი ჰქონდა ავადმყოფებთან, ეს პიროვნება ექვემდებარება გამოკვლევას. ამ პაკეტის წევრები არიან ჯანდაცვის მუშაკებიც.

მესამე პაკეტში არიან პირები, რომლებიც მკურნალობენ საავადმყოფოებში, ან იმყოფებიან ბინაზე და არ აქვთ რისკის ფაქტორები. ის შეიძლება ახველებდეს, ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, მაგრამ არსად უმოგზაურიათ და არც ავადმყოფთან შეხება არ ჰქონიათ“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

1-ლი აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 22; კარანტინის რეჟიმშია - 5783 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]