weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

გურჯაანის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სურსათი გადაეცათ

15:49 ორშაბათი, 30 მარტი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს სასურსათე კალათები გადაეცათ.

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების პერიოდში, აღსაზრდელების კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო პაკეტების ბავშვების ოჯახებისთვის გადაცემის ინიციატივა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს ეკუთვნის, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების“ მხარდაჭერით განხორციელდა.

„ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან სწორი და აუცილებელი გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად წაადგება ამ ოჯახებს. შესაძლებელია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი მშობელი, რომელსაც ჰყავს პატარა და თვითდასაქმებული იყო, ახლა სახლშია და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ასეთ დროს კი ეს სასურსათო დახმარება მათთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. აქვე გეტყვით, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, რომელთა შვილებიც საბავშვო ბაღში დადიან, თავიანთი კუთვნილი სურსათი რამდენიმე სოციალურად გაჭირვებულ ოჯახს გადასცეს, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. სოციალური პასუხისმგებლობა და ერთმანეთის გვერდში დგომა  ასეთ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და მისაბაძია“, - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ინფორმაციით, სასურსათო კალათში 9 სახის პირველადი მოხმარების პროდუქტი შედის, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2252 აღსაზრდელის ოჯახმა მიიღო.

R - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]