weather cur horoscope tv
მაისი 25, 2020

ზუგდიდში ორმეტრიანი დისტანციის დარღვევისთვის მამა-შვილი 3000 ლარით დააჯარიმეს

20:47 ოთხშაბათი, 01 აპრილი 2020 hits 1078

სოციალური დისტანციის წესის დარღვევისთვის ზუგდიდში მოქალაქე ლადო აბსანძე და მისი შვილი პოლიციელებმა 3000 ლარით დააჯარიმეს. ლადო აბსანძის თქმით, შვილთან ერთად სუპერმარკეტთან რიგში იდგა, რა დროსაც პოლიციელებმა მას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

„მაღაზიასთან ვიდექით და ჩვენს რიგს ველოდებოდით. ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები და დაგვაჯარიმეს. გუშინ ვიყავი სასამართლოში და გადამამისამართეს სამმართველოში. იქ მითხრეს დისტანციურად ვმუშაობთო და განცხადება მეილით შემოიტანეთო, მაგრამ შეფერხება იყო და ვერ მოვახერხეთ. მერე დაგვირეკეს და მითხრეს, სკაიპის საშუალებით გაგესაუბრებით და ასე უნდა განვიხილოთო თქვენი საქმე“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ლადო აბსანძემ. ის სამართალდარღვევას არ აღიარებს და მის გაუქმებას ითხოვს.

შს სამინისტროს განცხადებით, ლადო აბსანძეს და მის სრულწლოვან შვილს სამართალდამცავებმა სოციალური დისტანციის წესის დაცვისკენ არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც მოქალაქე დააჯარიმეს.

„სინამდვილეში არავითარ გაფრთხილებას არ ჰქონია ადგილი. მოვიდნენ და მიმითითეს, რომ გავყოლოდი. გავყევი, ჩამსვეს მანქანაში და მითხრეს, რომ დისტანციის დარღვევის გამო დაჯარიმებული ვარ 3000 ლარით. მე ავუხსენი დარღვევის გამომრიცხავი გარემოებები, რომ მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია სივრცეში ვიმყოფებოდი შვილთან ერთად, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობს ჩემსავე სახლში და ახლა ერთი ავტომობილით ერთად ვიყავით ქალაქში სურსათისთვის გამოსული. არაფერი გაითვალისწინეს“, - აღნიშნავს ლადო აბსანძე.

საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტის დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა, რის შემდეგაც აკრძალვები დაწესდა, მათ შორის იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.

საქართველოში კორონავირუსის 117 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული 23 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 5783 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]