weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კარდენახის შემთხვევასთან კავშირში მყოფ არცერთ პირს ვირუსის სიმპტომები არ აქვს

13:41 ხუთშაბათი, 02 აპრილი 2020

კახეთში, სოფელ კარდენახის შემთხვევასთან კავშირში მყოფი 39 პირიდან კორონავირუსის სიმპტომები არცერთს არ აქვს. ამის შესახებ „რეგინფოს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა მანანა გოგაშვილმა განუცხადა.

ახალგაზრდა კაცი, რომელსაც კორონავირუსი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 31 მარტს დაუდასტურდა, კახეთში, პაპის დაკრძალვაზე 19 მარტს იმყოფებოდა.

„14 დღიანი საკონტროლო პერიოდი გავიდა. ჩვენ არ ვიცით, მამაკაცი სად დაინფიცირდა, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ 19 მარტისთვის ის უკვე ინფიცირებული იყო, მას კახეთში კონტაქტი ჰქონდა სულ 39 ადამიანთან, რომლებიც ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა მოიკვლიეს. ყველა მათგანი მესამე დღეა თვითიზოლაციაშია. ორ მათგანს ჰქონდა ხანმოკლე დაბალი სიცხე, გასინჯეს ექიმებმა და ახლა კარგად არიან. ტესტირება არავის ჩატარებია, რადგან არავითარი სიმპტომი არ გამოვლენილა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია“, - აღნიშნა მანანა გოგაშვილმა.

თვითიზოლაციაში რჩებიან 33 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები, მათ შორის დეიდაც, რომელიც გურჯაანის საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტია და პაციენტებს ჩვეულებრივ იღებდა წინა დღეებში, ვიდრე მისი დისშვილის ინფიცირების შესახებ გახდებოდა ცნობილი.

კორონავირუსით ინფიცირებული პირი ტაქსის მძღოლია და თბილისში მუშაობდა. მან თავი შეუძლოდ 19 მარტის შემდეგ იგრძნო, რის გამოც ერთ-ერთ კლინიკას მიაკითხა. მკურნალობა დაუნიშნეს, თუმცა კორონავირუსზე არ შეუმოწმებიათ. ის მხოლოდ მას შემდეგ მოათავსეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. შემოწმების შემდეგ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტის დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა, რის შემდეგაც აკრძალვები დაწესდა. 2 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 5 550 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]