weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუსთავის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

12:52 პარასკევი, 03 აპრილი 2020

ქალაქ რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთ წევრს ლაბორატორიული შემოწმების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. მანამდე კორონავირუსი აღმოაჩნდა საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის ინფიცირებული თანამშრომლებიდან ერთ-ერთია. კორონავირუსი აქვს საკრებულოს წევრის მამასაც.

„საჯარო მოხელის მეუღლე და 2 ბავშვი ოჯახიდან გაყვანილები არიან. მათ კვლევა დღეს ჩაუტარდებათ. როგორც ვიცი, მეუღლეს აქვს ტემპერატურა. შვილებს სიცხე არ აქვთ, თუმცა მაინც გადაყვანილები არიან და იზოლაციაში იმყოფებიან. გუშინ, იმ პირთა 90 %, სადაც შესაძლო რისკებია, ეპიდემიოლოგებმა მოიკვლიეს და თვითიზოლაციაში მოაქციეს. მათ შორის არის კომპანია „მაგთის“ ორი თანამშრომელიც. „მაგთის“ სერვისი რამდენიმე დღის წინ ოჯახს ჰყავდა გამოძახებული. ახლა ერთი მათგანი თვითიზოლაციაშია, მეორე კი საკარანტინე სივრცეში. პოლიციას აქვს მითითებები, ისინი მკაცრად აკონტროლებენ თვითიზოლაციის რეჟიმს და შესაბამისი კამერებიდან, გარე კონტაქტებიდან გვაქვს მოკვლევა მათი, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო კონტაქტში ამ ფაქტთან და მათ შორის პირველ ფაქტთან, რომელიც არის მარტოხელა ქალი“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

ამ დროისთვის რუსთავში კორონავირუსის 4 დადასტურებული შემთხვევაა.

3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 148-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 5392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პირი.

საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]