weather cur horoscope tv
მაისი 26, 2020

საჩხერის მერს და კლინიკის 10 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

10:57 ორშაბათი, 06 აპრილი 2020 hits 612

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს ბენიამინ ფალავანდიშვილს და საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რაც შეეხება მერის მეუღლეს, რომელიც საჩხერის კლინიკაში ინფექციონისტად მუშაობს, მას კორონავირუსი დაუდასტურდა და ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, მერის მეუღლეს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აქვს. თვითიზოლაციაშია სამედიცინო ცენტრის ასამდე თანამშრომელი.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების დღიდან იღებს covid 19-ით ინფიცირებულ პაციენტებს.

აღსანიშნავია, რომ საჩხერის მერი მონაწილეობდა მერიის მიერ ორგანიზებულ სოციალური დახმარების აქციებში, რომლის ფარგლებშიც ასაკოვან ადამიანებს სურსათი გადასცეს და მერს კონტაქტი ჰქონდა რისკის ჯგუფში მყოფ პირებთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]