weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ლენტეხში შესაძლოა სპეციალური კონტროლის რეჟიმი დაწესდეს

14:14 ხუთშაბათი, 09 აპრილი 2020

ლენტეხში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების გამო, შესაძლოა, კონტროლის სპეციალური რეჟიმი დაწესდეს და ზომები გამკაცრდეს. ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, ინფექცია დისგან გადედო, რომლის მეუღლეც ეროვნულ ბანკში მუშაობს.

53 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ლენტეხის საავადმყოფოდან ის თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში მოათავსეს ინფიცირებულის დედა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აქვს.

მერის ინფორმაციით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების ვინაობა უკვე დადგენილია და კვლევა გრძელდება. „50-ზე მეტი კონტაქტია. შესაძლოა, ლენტეხში ზომები გამკაცრდეს“, - ამბობს ბადრი ლიპარტელიანი.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ლენტეხში საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრებასთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას საბოლოო ტესტირებების შედეგების შესაბამისად მიიღებს.

„ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოო ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. თუმცა, უკვე ისიც უნდა შევამჩნიოთ, რომ

ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში იმიტომ, რომ ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული და ბოლნისი, ახლა ლენტეხი გაჩნდა, ასევე რამდენიმე შემთხვევაა სამეგრელოსა და ბათუმში.

ვნახოთ, რა შედეგები გვექნება დღის ბოლოსთვის“, - განაცხადა გორგი გახარიამ.

9 აპრილის 14:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 214 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50, გარდაცვლილია 3 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 4722 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 408 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]