weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

11:03 პარასკევი, 10 აპრილი 2020

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა.

პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.

საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ლენტეხში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 8 აპრილს დადასტურდა. არსებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცს ინფექცია დისგან გადაედო, რომლის მეუღლეც ეროვნულ ბანკში მუშაობს. მამაკაკს კორონავირუსის დადასტურებამდე ათობით კონტაქტი ჰქონდა ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში.

10 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 230 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52, გარდაცვლილია 3 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 4908 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 430 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]