weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ტყიბულის შახტებში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკებია

14:34 სამშაბათი, 14 აპრილი 2020

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ტყიბულის შახტებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს და სახელმწიფოს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მთავრობის დადგენილებით, ტყიბულის შახტებში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა გრძელდება. გარდა იმისა, რომ შახტში შრომის უსაფრთხოების ზოგადი დონე უკიდურესად დაბალია, EMC-ის ინფორმაციით, იქ ასევე ირღვევა ჯანდაცვის სამინისტროს სავალდებულო რეკომენდაციები.

ძიძიგურის შახტში არსებული სახალხო ვაგონები, რომლითაც დასაქმებულთა სამუშაო ადგილამდე გადაადგილდებიან, გათვლილია დაახლოებით 18 კაცზე. სახალხო ვაგონებში სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს სავალდებულო რეკომენდაციების შესრულების კონტროლი არ მიმდინარეობს.

უშუალოდ ძიძიგურის შახტში ჩასასვლელი სახალხო გალია, (ე.წ. „კლეტი“), რომელიც 20 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა ხშირად უფრო მეტი დასაქმებულის ჩასვლისთვისაც გამოიყენება და რომელშიც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

EMC მოუწოდებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ტყიბულში მოქმედ შახტებში დამსაქმებლის მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა, რათა აღნიშნული სივრცე არ გახდეს დაავადების აფეთქების კიდევ ერთი კერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]