weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მესტიაში მესაზღვრეებს შორის დაპირისპირებას მკვლელობა მოჰყვა

21:33 ორშაბათი, 20 აპრილი 2020

მკვლელობა მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაბეშში. მოკლულია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, ბესიკ იოსელიანი. „რეგინფოს“ ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ბესიკ იოსელიანსა და ბ. ნ-ს შორის შელაპარაკება შტაბში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა. ერთ-ერთი მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მესაზღვრეა ის პირიც, რომელმაც თვითმხილველების ცნობით ბ. იოსელიანს სამსახურებრივი იარაღიდან ესროლა. იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და პროკურატურას ჯერ არ დაუკავებია.

ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

მოკლული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთმანეთის ნათესავები არიან.

საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურა იძიებს.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა. სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები.

 

ახალი დეტალები მესტიაში მესაზღვრის მკვლელობის საქმეზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]