weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

მომდევნო 3 კვირაში ინფექციის შემთხვევების ზრდაა მოსალოდნელი - გამყრელიძე

18:15 სამშაბათი, 21 აპრილი 2020

„დღეს ჩვენ შევედით მე-5 კვირაში. ამიტომ, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები  მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ რატომ არის მოსალოდნელი მომავალი 3 კვირის განმავლობაში ინფექციის შემთხვევების ზრდა.

„ჩვენ პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს და 22 მარტს დავაფიქსირეთ უკვე შიდა გავრცელების შემთხვევები, როდესაც ჩვენ უკვე ვეღარ გავედით პირველწყაროზე შიდა გავრცელებიდან.

ჩვენ ვიყენებთ და ვსწავლობთბევრი  ქვეყნის გამოცდილებას და შიდა გავრცელებიდან დაწყებული მე-6-დან მე-8 კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად.

დღეს, ჩვენ შევედით მე-5 კვირაში, ამიტომ, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები  მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ უმორჩილესად, რომ  ის მთავარი სლოგანი, რაც ხშირად გესმით ამ დღეების განმავლობაში - დავრჩეთ სახლში, ის ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს. როდესაც ჩვენ პიკს გადავივლით, უკვე არსებობს გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა თანდათანობით ამ მდგომარეობიდან, როგორ უნდა გაიხსნას სივრცე ბიზნესისთვის, ჩვენი მუშაობისთვის, უმრავლესობისთვის, მაგრამ, თანდათანობით. ამის გეგმა წარმოდგენილი იქნება. ნახავთ, რომ იმ გამოცდილების მიხედვით, რომელიც უკვე გუშინ დაიწყო გერმანიამ, თანდათანობითი გამოსვლა, როდესაც უკვე ყოველდღიური შემთხვევების დაღმავალ მრუდზე გადავიდა. იგივე დაიწყო გუშინწინ ავსტრიამ, როდესაც დაღმავალ მრუდზე წავიდნენ. იგივე დაწყო ნორვეგიამ და მრავალმა ქვეყანამ. ამიტომ, ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ სწორად. ახლა შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს“, -  განაცხადა გამყრელიძემ.

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გააგრძელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]