weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კახეთში 06:00-08:00 და 18:00-19:00 საათებში მანქანით გადაადგილება დასაშვები გახდა

11:18 ოთხშაბათი, 22 აპრილი 2020

საგაზაფხულო სამუშაოების გამო კახეთის რეგიონში 22 აპრილიდან 27 აპრილამდე ავტომობილებით გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გადაადგილება დასაშვებია დილის 6-დან 8 საათამდე და საღამოს 6-დან 7 საათამდე.

მუნიციპალიტეტების მერიების განცხადებით, გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების წესები (ავტომობილში პირბადეებით უნდა იმყოფებოდეს არაუმეტეს 3 პირი)

მუნიციპალიტეტებში მუშაობს ცხელი ხაზი:

  • გურჯაანი - 0 353 220 004 ან 599 852200;
  • თელავი - 574 179623 ან 597 926016
  • ახმეტა - 599 857955
  • ყვარელი - 577 001343
  • დედოფლისწყარო - 595 361235
  • ლაგოდეხი - 595 534633
  • საგარეჯო - 599 801744
  • სიღნაღი - 551 103999

დილით და საღამოს მანქანით გადაადგილება კიდევ რამდენიმე რაიონში დაუშვეს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო გამოცხადებული. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ეს შეზღუდვა სულ მცირე 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა.

22 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 411 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 98, გარდაცვლილია - 5, კარანტინის რეჟიმშია - 5160 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]