weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საჩხერის სოფელ ბახიოთში შვილმა მამა მოკლა

13:16 ოთხშაბათი, 22 აპრილი 2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახიოთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილმა მამა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული ო.ბ-მ 1939 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს სასიკვდილო ჭრილობა ნაჯახით მიაყენა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ო.ბ. ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]