weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

არ ვარ დაჭრილი - ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი

16:11 ოთხშაბათი, 22 აპრილი 2020
ფოტოზე - საბა ჟღენტი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ფოტო ფოტოზე - საბა ჟღენტი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ფოტო

ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბა ჟღენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის დაჭრილი არ არის.

„გულნატკენი ვარ, ასეთი ცრუ ინფორმაცია რომ ვრცელდება. ჩვენ მშობლები, ახლობლები გვყავს და ვიღაცაზე ეს ცუდად მოქმედებს. ძნელია ამის ატანა. ხომ მხედავთ რა მდგომარეობაში ვარ, დაუჭრელი და ცოცხალი ვარ“, - აღნიშნა საბა ჟღენტმა.

ყინწვისის მამათა მონასტერში სასულიერო პირებს შორის შესაძლო დაპირისპირების ფაქტზე ინფორმაცია დღეს გავრცელდა. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ დაპირისპირების დროს მამათა მონასტრის წინამძღვარმა დავით აქიაშვილმა, ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რეგინფოს“ უთხრა, რომ სამინისტრო ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით იძიებს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. სამინისტრო არ აზუსტებს ამ მუხლით რა ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

რუისისა და ურბნისის ეპისკოპოსმა იობი აქიაშვილმა „რეგინფოსთან“ საუბარში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება და რომელიმეს დაჭრა არ დაადასტურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]