weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მესაზღვრის მკვლელობაში ბრალდებული ბესიკ ნავერიანი ამ დრომდე ვერ იპოვეს

20:09 ოთხშაბათი, 22 აპრილი 2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში, მესაზღვრის ბესიკ იოსელიანის მკვლელობაში ბრალდებული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ბესიკ ნავერიანი სამართალდამცავებმა ამ დრომდე ვერ დააკავეს.

მკვლელობა 20 აპრილს მოხდა. დაახლოებით 14:30 საათზე, სოფელ მულახში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის - მულახის თანამშრომელმა

ბესიკ ნავერიანმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს, 36 წლის ბესიკ იოსელიანს.

მიღებული ჭრილობების შედეგად იოსელიანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ბესიკ ნავერიანი შემთხვევის ადგილიდან ტყეში მიიმალა. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას ბესიკ იოსელიანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ორივე მესაზღვრე სამსახურებრივ მდგომარეობას ასრულებდა და მათ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე ბესიკ ნავერიანის მიმართ დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

პროკურატურის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ბესიკ ნავერიანის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკავების მიზნით.

მესტიის რაიონის სოფელ ჟაბეშში ბრალდებულ ბესიკ ნავერიანის ოჯახსა და სახლს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იცავენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შურისძიების მიზნით, შესაძლოა, მკვლელობაში ეჭვმიტანილის ოჯახს თავს დაესხნენ. მოკლულის მეუღლე ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ითხოვს, მკვლელობაზე რეაგირება მხოლოდ პოლიციამ მოახდინოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]