weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თეთრიწყაროში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლნისში - 2

11:39 ხუთშაბათი, 30 აპრილი 2020

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ მუნიციპალიტეტში covid 19-ით 38 ადამიანია დაინფიცირებული. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვემო ქართლში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა.

„დღევანდელი მდგომარეობით, თეთრიწყაროდან ლაბორატორიაში 170 საკვლევი მასალა იყო გაგზავნილი და 16 ადამიანზე დადებითი პასუხი მივიღეთ. ჯამურად, თეთრიწყაროში ამ დროისთვის გავრცელების 38 ფაქტია. მოგეხსენებათ, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები მაღალი რისკჯგუფი იყვნენ და საბედნიეროდ, ყველასთან უარყოფითი პასუხია. რაც დადასტურებულია ერთიანად, ყველა ცნობილი კლასტერია, 200-ზე მეტი კონტაქტია დაფიქსირებული, მათგან 100-ზე მეტია პირველადი, მჭიდრო კომუნიკაციის, ჩვენ ყველა უწყებასთან შეთანხმებული ვართ, რომ დღეს დავიწყოთ ამ ხალხის მკაცრ კარანტინში გადაყვანა. შეგახსენებთ, რომ 40-ზე მეტი ადამიანია მკაცრ კარანტინში, დანარჩენები დარჩებიან თვითიზოლაციაში. ასევე, ბოლნისში, დაახლოებით, 30 საკვლევი მასალიდან 2 ახალი ფაქტი დადასტურდა და ესეც ცნობილი კლასტერია - სავანეთის კლასტერი და აქაც კონტაქტები ცნობილია. ჯამურად, ქვემო ქართლში 157 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, რუსთავში და მარნეულში დაავადების გავრცელება არ ყოფილა“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 539 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 178, გარდაცვლილია 6 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 5256, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 548.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]