weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მუშევანში ექიმებსა და პოლიციას ქვები დაუშინეს - ინფიცირებულები სოფელში რჩებიან

23:27 პარასკევი, 01 მაისი 2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებსა და სამართალდამცავებს კორონავირუსით ინფიცირებული პირების კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს.

ადგილობრივებმა სასწრაფოს და პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინეს და სოფლის დატოვება აიძულეს. დაზიანდა სოფელში მერის წარმომადგენლის რობიზონ სელიმაშვილის ავტომობილი.

სელიმაშვილის თქმით, ექიმები სოფელ მუშევანში საღამოს მივიდნენ, რათა ერთ-ერთი ოჯახიდან კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პირი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაეყვანათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ ისინი კლინიკაში გადაყვანაზე დაითანხმონ.

ბოლნისისა და მარნეულის რაიონები 23 მარტიდან დახურულია და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]