weather cur horoscope tv
მაისი 27, 2020

სეტყვა მაქსიმალურად შევამსუბუქეთ, 130 რაკეტა გავისროლეთ - ცენტრი

00:11 კვირა, 03 მაისი 2020 hits 465

შპს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, 2 მაისის დღის მეორე ნახევარში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენებით მასშტაბური სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები მაქსიმალურად იქნა შემსუბუქებული. სისტემამ კახეთის ხუთ რაიონში 130-მდე რაკეტა გაისროლა.

ცენტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან ღრუბლის მასებმა დღის მეორე ნახევრიდან იწყო შემოსვლა და თან შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები. ნალექის მასებმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და ლაგოდეხის რაიონები. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 25 მმ იყო.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 14:32 სთ-დან 19:32 საათამდე ღრუბლის მასების დასამუშავებლად საერთო ჯამში 130-მდე რაკეტა იქნა გასროლილი. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სროლები მხოლოდ დასაშვებ სექტორებში, დაუსახლებელი ტერიტორიების მიმართულებით მსხვილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე განხორციელდა.

ზემოქმედების შედეგად მაქსიმალურად მოხერხდა რეგიონში შემოსული ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ღრუბლის მასების არსებულ მასშტაბებში შეკავება და შემდგომი გაძლიერების თავიდან არიდება.

ნალექის უდიდესი ნაწილი ძლიერი წვიმის სახით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე ჩამოიცალა. სეტყვის მოსვლა დასახლებული პუნქტების თავზე, რაკეტების სროლისთვის შეზღუდულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა.

დღეს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ კახეთში სიღნაღის და საგარეჯოს სოფლები დააზარალა. ყველაზე მეტად სიღნაღის მუნიციპალიტეტში წნორია დასეტყვილი, საგარეჯოში კი სოფელი გიორგიწმინდა. ხეხილის ბაღები და ვენახები 70-100 %-ით არის დაზიანებული.

სეტყვა მოვიდა სოფლებში ვაქირში, ანაგაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - უჯარმაში, პატარძეულსა და ხაშმში. ზარალი აქ შედარებით ნაკლებია. სეტყვა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. ზოგიერთ ადგილას სეტყვის მარცვლები ქათმის კვერხის ზომის იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]