weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

რა ტიპის შეზღუდვები იხსნება 5 მაისიდან

15:34 ორშაბათი, 04 მაისი 2020

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 5 მაისიდან დასაშვებია ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა; ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

კომენდანტის საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება და ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს ისევ აკრძალულია.

სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა არ ეხება სამშენებლო მასალის რეალიზაციას და ისევ დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.

ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.

ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც.

ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ, სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ).

4 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 593 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 223, გარდაცვლილია 9, კარანტინის რეჟიმშია 5028 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 537 პაციენტი.

საქართველოში 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]