weather cur horoscope tv
სექტემბერი 22, 2020

თუშეთის გზაზე ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა, ერთი გამოიყვანეს

18:45 სამშაბათი, 05 მაისი 2020 hits 3459
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, ე.წ. ცოდვიანთ ხევთან, გზის გაწმენდითი სამუშაოების დროს ზვავი ჩამოწვა და შპს „თუშეთის ავტოგზის“ ორი თანამშრომელი მოიყოლა. ზვავმა ხევში ჩაიტანა 2 ავტომობილი და ტრაქტორი, რომლითაც გზას წმენდდნენ. ერთი ადამიანი ამოიყვანეს, მას მოტეხილობები აქვს. მეორე ადამიანი ჯერ ვერ უპოვიათ.

როგორც „რეგინფოს“ ახმეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა უთხრა, შემთხვევა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები 5 ჯგუფია მობილიზებული კახეთიდან და თბილისიდან. შემთხვევის ადგილას სატელეფონო კავშირი არ არის.

თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია - „ენერჯი გრუპს“ ევალება. „თუშეთის ავტოგზა“ მისი ქვეკონტრაქტორია.

 

თუშეთის გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]