weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თუშეთის გზაზე ზვავში მოყოლილ ტრაქტორისტს ამ დრომდე ეძებენ

11:34 ოთხშაბათი, 06 მაისი 2020

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე, გუშინ, საღამოს ზვავში მოყოლილი ტრაქტორისტის სამძებრო სამუშაოები დღეს, დილიდან განახლდა. თუშეთის გზაზე ე.წ. ცოდვიანთ ხევთან 5 სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

„ხილვადობის არქონის გამო სამუშაოები გუშინ ღამით შეწყდა. დღეს, ადრე დილით მაშველები ისევ წავიდნენ, ტრაქტორი წაიღეს, რომ ზვავი გაჭრან და ადამიანი იქნებ ამოიყვანონ“, - უთხრა „რეგინფოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა.

თუშეთის გზაზე ზვავი 5 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გაწმენდითი სამუშაოებისას ჩამოწვა. ზვავმა შპს „თუშეთის ავტოგზის“ ორი თანამშრომელი მოიყოლა, ხევში ჩაიტანა 2 ავტომობილი და ტრაქტორი, რომლითაც გზას წმენდდნენ. ერთი ადამიანი იქ მყოფმა პირებმა მალევე ამოიყვანეს.

სოფელ კისისხევში მცხოვრები ზაქარია ცისკარიშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას თავის ტრავმა, მუხლის მოტეხილობა აქვს და ოპერაცია დღეს ჩაუტარდება. საავადმყოფოს დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ზვავში მოყოლილი მეორე პირი მაშველებმა გუშინ ვერ იპოვეს. ის სოფელ ლალისყურის მკვიდრია.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა, რომლის სიგრძეც 72 კილომეტრია და გავლას 4 საათი სჭირდება, ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი. გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე და დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ივნისამდე დაკეტილია. გზის გაწმენდას აპრილში იწყებენ და მაისის ბოლოს ამთავრებენ. 2020 წელს თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია - „ენერჯი გრუპს“ ევალება. „თუშეთის ავტოგზა“ მისი ქვეკონტრაქტორია.

 

ნახეთ რეპორტაჟი

სიკვდილის გზა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]