weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქობულეთში დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციაში გარდაიცვალა

13:06 ორშაბათი, 31 ივლისი 2017

ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. 45 წლის მამაკაცი 29 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელმა დანით დაჭრა.

„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში მოხდა. ობიექტის მეპატრონის თქმით, ეჭვმიტანილი მაღაზიიდან გავიდა, მოგვიანებით კი რამდენიმე ადამიანთან ერთად დაბრუნდა, რის შემდეგაც ის დაჭრეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის დაპირისპირების მიზეზი უცნობია. შსს-ში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]