weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ვიღაცას კაკლის ხე თუ მოუჭრეს, ახალი კაკლის ხე აჩუქონ - მეუფე ნიკოლოზი

23:46 ოთხშაბათი, 06 მაისი 2020
სააგენტო ექსპრესნიუსის ფოტო სააგენტო ექსპრესნიუსის ფოტო

„მე თვითონ ხომ ვიყავი სამი წელი ბოდბის ეპისკოპოსი და ხომ მახსოვს ეს სოფელი, ქედელი რა იყო და რა ხალხთან მქონდა შეხება. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ეკლესიას, რომ დააკმაყოფილონ - ვიღაცას კაკლის ხე თუ მოუჭრეს, ახალი კაკლის ხე აჩუქონ, რა მოხდება ვერ გავიგე, ან გამოისყიდონ“, - განაცხადა TV პირველის ეთერში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, ქედელის მცხოვრებლების ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც ბოდბის მონასტერს მამაპაპისეული მიწების წართმევასა და შევიწროვებაში ადანაშაულებენ.

გუშინ ვუყურე ერთ-ერთ ტელევიზიაში სიუჟეტს, ასევე, წავიკითხე ინფორმაცია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი, სუბიექტური ვარ ამ შემთხვევაში, ძვირფასი ადგილის ბოდბის შესახებ, რომლის იღუმენიასაც მე პირადად უდიდეს პატივს ვცემ. იქაც მიწების თემაა. ეს თემები სულ ამოვიდა და ამოვიდა ზემოთ. რა შეგიძლიათ თქვენ ამ თემებზე თქვათ?

მაგას ვიძახი ზუსტად, როგორ ამოვიდა. არ შეიძლება სუბიექტურობა. აქ თუ მაინც და მაინც ჩაერევით თქვენ, ტელევიზია, როგორც ახლა იმ ბოდბის საკითხთან იყო დაკავშირებული. რატომ იღებს თავის თავზე ჟურნალისტი იმას, რომ ვითომ ყველაფერი შეისწავლა და გამოიკვლია. გამოიკვლიონ სახელმწიფო უწყებებმა. ასეთი ადგილი, ბოდბის მონასტერი რომ არის, ორი რაღაცაა, ერთი - უმნიშვნელოვანესია, რომ იქ წმინდა ნინოს საფლავია და მეორე, თბილისთან ახლოს არის.

რამდენი წელია ეს იღუმენია იქ დანიშნულია, რა ჩაიბარა, რა იყო იქ, ააყვავა იქაურობა. სახელმწიფოებრივად თუ შევხედავთ, ევროპაში მინახავს მხოლოდ ასეთი რამ, აი, რომ ჩადიხარ, დიდი სიამაყით რომ წაგიყვანენ და წმინდა ადგილს რომ გაჩვენებენ.

მეორე ასეთი ადგილი საქართველოში მიჭირს კიდევაც რომ დავასახელო. თბილისთან ახლოს და ასეთი მოწყობილი. რაზე არის ლაპარაკი, რომ იქ ერთი კაკლის ხე თუ მოუჭრეს, ახალი კაკლის ხე აჩუქონ, რა მოხდება“, - აღნიშნა წმინდა სინოდის წევრმა.

ნიკოლოზ ფაჩუაშვილი 1998-2002 წლებში იყო ბოდბის ეპისკოპოსი.

ინტერნეტგამოცემა „რეგინფომ“ გუშინ ვრცელი რეპორტაჟი გამოაქვეყნა - როგორ ქრება ქედელის დასახლება ბოდბის მონასტრის გარშემო. რეპორტაჟი ბოდბის მონასტერსა და ქედელის მოსახლეობას შორის მიმდინარე დავის შესახებ მოგვითხრობს. ადგილობრივები მონასტრის იღუმენიას მამაპაპისეული მიწების წართმევაში და შევიწროვებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ადგილობრივი თამაზ გორელიშვილი ყვება, რომ მონასტერმა მისი კუთვნილი ხეხილის ბაღი მთლიანად გაჩეხა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]