weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თბილისი 11 მაისს გაიხსნება, რუსთავი და გარდაბანი 14 მაისს, მარნეული 18-ში

16:47 ხუთშაბათი, 07 მაისი 2020

„ეპიდემიოლოგებისა და ექიმების კარგი შრომის შედეგად და ეპიდემიოლოგიური ვითარების ასე თუ ისე, შედარებით ნორმალური ციფრებიდან გამომდინარე, 11 მაისიდან სრულად გაიხსნება თბილისში მიმოსვლა, 14 მაისიდან რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან კი სრულად გაიხსნება მარნეული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება კომენდანტის საათი. გახარიას განმარტებით, ეტაპობრივ გახსნას აქვს თავისი მიზეზი და მიზანი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება.

„მარნეულში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე არის აუცილებელი ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს და სწორედ აქედან გამომდინარე გვჭირდება ეს დამატებითი დრო, ეს ეხება, როგორც მარნეულს, ისე იმ დანარჩენ რეგიონებს, რომელზეც ქვემოთ ვსაუბრობთ.

კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, სოციალური დისტანცია და პირბადე, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, სამწუხაროდ, და ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს სწრაფად და ეფექტურად, მაღალი რისკების გარეშე შევძლოთ ეკონომიკის გახსნა.

ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორც ამას აქამდე ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ, მინდა, მათ ვთხოვო და მოვუწოდო, ასევე პასუხისმგებლიანად გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის, სრული გამარჯვებისთვის, გვჭირდება არა მხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა, ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

11 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, ეს არ ეხება მოლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]