weather cur horoscope tv
იანვარი 21, 2021

სილამაზის სალონები 18 მაისიდან გაიხსნება

14:07 ხუთშაბათი, 14 მაისი 2020 hits 1151

სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება, აგრეთვე, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის შეკრების შესახებ დახურულ და ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას.

„დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით დასტაბილურდა, ხაზგასმით ვამბობ, შედარებით და კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ გვაქვს ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა, 11 გამოჯანმრთელებული და სამწუხაროდ, დღეს დილით გახდა ცნობილი, გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი, 81 წლის ქალბატონი. ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს - წარმატებული ბრძოლა ინფექციის და პანდემიის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვირუსი ჩვენთან როგორც ჩანს დარჩება დიდ ხანს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, დღეს სრულად იხსნება ნებისმიერი შესვლა და გამოსვლა ქალაქებში - რუსთავსა და გარდაბანში. „ასევე, 18 მაისიდან მოიხსნება საკარანტინე ზონა მარნეულში და ჩვენი ამ რეგიონის მცხოვრებლებსაც შეეძლებათ ისარგებლონ გადაადგილების იმ შესაძლებლობით, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

14 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 652 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 383, გარდაცვლილია - 12, კარანტინის რეჟიმშია - 4233 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]