weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ეროვნული გამოცდები ივლისში ან აგვისტოში ჩატარდება

16:04 პარასკევი, 15 მაისი 2020

„დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდება იმავე ფორმატით და იმავე დროს, როგორც ტარდებოდა. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების არც ფორმატის და არც თარიღების ცვლილება არ განიხილება. შესაბამისად, ჩვენ ორიენტაცია გვაქვს ივლისზე. როგორც წინა წლებში, ივნისში მთელ საზოგადოებას ვაცნობებთ დეტალებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოს თვეში გადატანა. თუმცა ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს და გვექნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, აბიტურიენტთა და სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გახანგრძლივდა.

1-ლი მაისის მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული; საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 12600-ზე მეტს შეადგენს; ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გასვლის სურვილი 3600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოხატა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის, დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა თუ დეზინფექციის საკითხები. გამოცდის მსვლელობისას ერთ სივრცეში (სექტორში) განთავსდება არაუმეტეს 7-8 აბიტურიენტისა რეკომენდებული დისტანციის დაცვით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]