weather cur horoscope tv
მაისი 27, 2020

23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება

19:44 ხუთშაბათი, 21 მაისი 2020 hits 446

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად კომენდანტის საათი, თუმცა, ვირუსი არსად წასულა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ იზრდება როგორც მთავრობის, ისე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა.

„დღეს საქართველოში Covid-19-ის ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, სტაციონარში მკურნალობას გადის, ერთდროულად, 224 ადამიანი. გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა, რაციონალურად და ფრთხილად ცხოვრების ნორმალურ წესს დაუბრუნდეს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც მთავრობის, ისე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო მეტად იზრდება. მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა იმ მოთხოვნების, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა გახარიამ.

საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და მოიხსნება 23 მაისს.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ-ჯერობით საუბარი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]