weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„25 მლნ რომ გავყოთ, ერთ კაცზე 59 თეთრი გამოდის, რას გვაყვედრიან“ - მეუფე ანტონი

14:35 ორშაბათი, 25 მაისი 2020

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული 25 მილიონი არ უნდა დააყვედრონ.

„ყველაფერში ნეგატივს ეძებენ: ეკლესიას მიწა, 25 მილიონი და რო გააბუქონ ეს 25 მილიონი, მთელი 17 წლის ნამრავლს ამბობენ, სულ ეკლესიამ აიღო 350 მილიონი...

მოდი, გადავიანგარიშოთ, 3,5 მილიონი კაცი ცხოვრობს საქართველოში, 25 მილიონი რომ გავყოთ, 3,5 მილიონზე 59 თეთრი გამოდის. 59 თეთრი ეკლესიას ერთი კაცისგან - ეკლესია ამაზე მეტს არ აკეთებს ქვეყნისთვის?

მაშინ, როდესაც ნებისმიერი ტელევიზია, ინსტიტუტი 140 მილიონზე მეტს ღებულობს... რას გვაყვედრიან 59 თეთრს?! 59 თეთრი არ უღირს თითო კაცს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას გადაურიცხოს?! მაგრამ ისე უნდათ რომ წარმოაჩინონ, რომ შეგაზარონ ეკლესია“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემასაც გამოეხმაურა.

„გონიერნი რომ იყვეთ, იტყოდით, რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე და მიწები, ისინი ხომ ამ ტყეს არ გაასხვისებენ (მინიმუმ უცხოელებზე) და ეს ტყის ფონდი ხომ ქვეყანას შეუნარჩუნდება. ასეთი ნდობის გამოხატვით ხომ უფრო მეტს დაგვავალებდით... მინდა, ვიკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს, ეს ტყე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის? პატიოსან მოქალაქეებსაც მინდა ვკითხო, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო განკარგავს თუ ეკლესია იმას, რაც მათი პირადი საკუთრება არაა... თუ იტყვით რომ ეკლესია გაყიდისო ამ ქონებას, სახელმწიფო რა, რაიმე გარანტი გაქვთ, რომ არ გაყიდის ? უნებლიედ ჩნდება გონივრული ეჭვი, ალბათ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩვენ მოვიდეთ სათავეში არაფერი დაგვრჩება ხელმოსათბობადო - ასე ვიფიქროთ?“ - აცხადებს მეუფე ანტონი.

პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს უფლებას აძლევს, ეკლესია-მონასტრების გარშემო 20 ჰექტარი ტყე საკუთრებაში გადაეცეს.

 

ამ თემაზე:

ხელახალი რეფერენდუმი ხომ არ მოგვეწყო, გვინდა ასეთი ევროპა? - მეუფე ანტონი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]