weather cur horoscope tv
ივლისი 04, 2020

„ხიჟინას“ შემდეგ გუდაურში კაფე „ვიტამინი“ დაიწვა

16:13 ორშაბათი, 25 მაისი 2020 hits 408

გუდაურში კაფე „ვიტამინის“ შენობა მთლიანად დაიწვა. „ძალიან ბევრი წლის შრომა გასწორდა მიწასთან. აღარ მჯერა, რომ გუდაურში თავისით იწვის რაღაცეები!“, - წერს ფეისბუკში „ვიტამინის“ დამფუძნებელი თეა კიკვაძე.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. კორონავირუსის გამო კაფე რამდენიმე თვე დაკეტილი იყო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ 112-ზე ხანძრის შესახებ შეტყობინება არ შესულა, თუმცა მეხანძრეებმა კვამლი თავად შენიშნეს და შემთხვევის ადგილას გავიდნენ. მაშველებს შენობა მთლიანად დამწვარი დახვდათ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გუდაურში „ხიჟინა“ დაიწვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]