weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რა პირობებით ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი 29 მაისიდან

14:53 ოთხშაბათი, 27 მაისი 2020

29 მაისიდან საქართველოში ყველა საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის მეტროს მოძრაობაც აღდგება, თუმცა მგზავრობა დაიშვება მხოლოდ პირბადით. 8 ივნისიდან კი ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი - ამის შესახებ დღეს, 27 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეცვლილი პრინციპით მუშაობაზე ისაუბრა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. დაწესდება გარკვეული შეზღუდვები: მძღოლი დაცული იქნება ბარიერით, ყველას მოეთხოვება პირბადის ტარება, გაჩერებებზე და უშუალოდ ტრანსპორტშიც მგზავრთა რაოდენობა დარეგულირდება. წესების შესრულებას როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები გააკონტროლებენ.

ვიცე-მერის თქმით მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება მეტროს ზედა და ქვედა ვესტიბიულშიც.

„ადამიანების რაოდენობა მეტროს ვაგონებში არ უნდა გაკონტროლდეს, კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენი ადამიანი უნდა შევიდეს მეტროში. ყველა მეტროსადგურს და მიმართულებას თავისი დატვირთვა აქვს დროის და სეზონიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გადაცემის შემდეგ შესაძლებელია მოხდეს 2 წამის შუალედით ზედა ვესტიბიულში ნაკადების შემოდინების შეზღუდვა. თუმცა, მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაოდენობრივი კონტროლი გვექნება,“ - განაცხადა ვიცე-მერმა.

თბილისის მერი კახა კალაძე მძღოლებს აფრთხილებს, რომ არ ჩართონ კონდიცირება და გააღონ ფანჯრები. მისივე თქმით, მეტროს ამის აუცილებლობა არ აქვს, რადგან იქ ჰაერი ისედაც იწმინდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა დამატებით რეგულაციებზე, რომელთა დაცვაც ტრანსპორტის სრულად აღდგენის შემდეგ იქნება საჭირო.

მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეზღუდა. შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყო, 23 მაისიდან გაუქმებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

27 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 735 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 557 და გარდაიცვალა 12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 3 076 ადამიანი იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]