weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„განცხადებები ნეიტრალიტეტზე პირდაპირი რუსული პროპაგანდაა“ - ეპისკოპოსი მელქისედეკი

17:25 ოთხშაბათი, 27 მაისი 2020

„ერთმორწმუნე მტერი“- ასე მოიხსენია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა რუსეთი, ოკუპაციას კი მომაკვდინებელი ცოდვა უწოდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სიტყვაში ეპისკოპოსმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თავის ტექსტში იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებიც 1918 წლიდან დღემდე თან ახლდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებას. მელქისედეკის თქმით, თავისუფალ საქართველოში, დღეს, „რბილი ძალის“ გავლენით, ბევრი ქართველისთვის შეუცნობელი გახდა თავისუფლების იდეა და მნიშვნელობა. „აქტიურად ვრცელდება ე.წ. „ნეიტრალიტეტის“ მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადებები, რომლებიც რეალურად, პირდაპირი რუსული პროპაგანდაა. წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენი სწორედ ასეთი „ნეიტრალიტეტი“ აწყობს ყველაზე მეტად ჩრდილოელ მტერს, რომ უპრობლემოდ დაგვიპყროს და დამოუკიდებლობა წაგვართვას.“- წერს ეპისკოპოსი.

მელქისედეკმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ იდეის საქართველოს მოქალაქეებამდე მიტანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა არამხოლოდ ტერიტორიების, არამედ გონებისა და გრძნობების ოკუპაციის საფრთხის წინაშე დგას, - „დიახ, ვხედავ, რომ ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში მავთულხლართები აქვს გავლებული.“

ეპისკოპოსის აზრით, ძლიერი დასავლელი პარტნიორები და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრობა, გარანტიაა იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ხელშეუხებელი დარჩება.

„რეალურად კი მადლიერება გვმართებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ევროატლანტიკური სივრციდან ათწლეულებია უანგაროდ გვეხმარებიან. მათ გარეშე ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადალახვა ძალიან გაგვიჭრდებოდა. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეებთან დაკავშირებით გვმართებს გაძლიერებული ყურადღების გამახვილება. მუდმივად უნდა ვცდილობდეთ, რომ ქრისტესმიერი სიყვარულით, მათი გონებიდან და გულებიდან მავთულხლართები მოვხსნათ, ავუხილოთ თვალები, დავანახოთ მტერი, რომელიც ცენტრალური ავტომაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დგას და ამის შემდეგ, უკვე ერთობლივად შევეცადოთ ტერიტორიული ოკუპაციისგან გათავისუფლებას.“_ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]