weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

20 ჰექტარი ტყე საფარის მონასტერთან - როგორ ისარგებლებს ახალციხის ეპარქია კოდექსით

14:50 პარასკევი, 29 მაისი 2020

ტყის ახალი კოდექსით მინიჭებული უფლების მიხედვით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია 20 ჰექტარს, პირველ რიგში, საფარის მონასტერთან დაიმტკიცებს მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის განცხადებას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

მიტროპოლიტმა გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ საფარის ტყე ეპარქიას რამდენიმე წელია მიჩენის წესით აქვს გადაცემული, მასზე ზრუნავდა და ახალი კანონით უფლება ექნება ტყე საკუთრებაში იქონიოს.

,,1989 წლიდან საფარაში ვარ და რაც მე მახსოვს სულ დავდივართ იმისთვის, რომ ტყე დავალაგოთ და დავასუფთაოთ და არ მივცეთ საშუალება უკანონო ჭრებს“ , - ამბობს მიტროპოლიტი.

მისი თქმით, ტყის მოსავლელად სასულიერო პირები გადაამზადდებიან. საპატრიარქო აპირებს სპეციალური კოლეჯის დაარსებასაც, სადაც სასულიერო პირებს სატყეო საქმიანობას შეისწავლიან.

,,ჩვენ გავაგზავნით ადამიანებს, ბერებს ან მორჩილებს ან მომსახურე ადამიანებს, რომლებიც კარგად შეისწავლიან ამ საქმიანობას, რათა პროფესიონლურად მოუარონ იმ ტყეს რომელიც გადმოგვეცემა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

პარლამენტმა, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, 22 მაისს დაამტკიცა ცვლილება ტყის კოდექსში, რომელიც ეკლესია-მონასტრებს მათ გარშემო მიმდებარე 20 ჰექტრამდე ტყის მასივის ყიდვისა და დარეგისტრირების უფლებას აძლევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]