weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბოლნისის რაიონში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15:33 კვირა, 31 მაისი 2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში აღებული 574 ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგად, კორონავირუსი 17-ს დაუდგინდა. 14 საკვლევი მასალა იყო აღებული ქალაქ ბოლნისში, საიდანაც Covid 19 ერთ პირს დაუდგინდა. ინფიცირებული ბოლნისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლია.

ამჟამად სოფელ მუშევანში 73 ადამიანია ინფიცირებული, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი 183. მათგან 83 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 დაიღუპა.

31 მაისს კიდევ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 4 საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო 4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთა რიცხვის 26-ით მომატება პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.

„ზოგადად, შემსუბუქების პროცესის მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევათა რაოდენობის მატება. ალბათ, მოსალოდნელია, რომ ჩვენთანაც იყოს, მაგრამ ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.

თუნდაც დღეს, ახალი შემთხვევების 26-ით გაზრდა პანიკის არავითარ საფუძველს არ წარმოადგენს, რადგან ყველა ეს შემთხვევა კონტროლქვეშაა.

ვიცით, თითოეული კონტაქტი, ვახდენთ თითოეულის სწრაფ იზოლირებას, მკურნალობას და მათი კონტაქტების სწრაფ გამოკვლევას. ქვეყანაში პროცესები მართვადია და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ სულ უფრო და უფრო ახალი ჯგუფების ტესტირებას ვაპირებთ, რათა მაქსიმალურად მოვახდინოთ პრევენცია და დროული იდენტიფიცირება, თუ კორონავირუსზე დადებითი შემთხვევა არის“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 605, გარდაცვლილია - 12, კარანტინის რეჟიმშია - 2494, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 301.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]