weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

უდეს მონასტრის წინამძღოლს საპატრიარქომ მიწა 25 წლიანი იჯარით გადასცა

13:56 ორშაბათი, 01 ივნისი 2020

ადიგენში, სოფელ უდეში მოღვაწე სასულიერო პირს, გრიგოლ ქურციკიძეს, სამი ჰექტარი მიწის ნაკვეთი სოფელ ბენარასთან 25 წლიანი იჯარით გადაეცა. მეიჯარე საქართველოს საპატრიარქოა, რომელმაც ეს ნაკვეთი 2019 წლის სექტემბერში დაიმტკიცა. მანამდე ტერიტორია სახელმწიფო საკუთრება იყო და სახელმწიფო ტყის ფონდში შედიოდა.

,,რეგინფო“ დაუკავშირდა მღვდელ გრიგოლ ქურციკიძეს, რომელიც ამბობს, რომ საპატრიარქომ იჯარა მიზერულ ფასად, წელიწადში 150 ლარად გაუფორმა. ამ ტერიტორიაზე ის გრიგოლ ხანძთელის ეკლესიის აშენებას აპირებს და ასევე გეგმავს, გააშენოს ვენახი ადგილობრივი ყურძნის იმ ჯიშებით, რომლებიც მესხეთში უკვე დიდი იშვიათობაა.

,,უდეს მონასტერი აწარმოებს ღვინოს და ამ ტერიტორიაზე მონასტრის ვენახი გაშენდება. ვგეგმავთ ისეთი ვაზის ჯიშების მოშენებას როგორებიცაა: ,,ჩიტისთვალა“, ,,მესხური მწვანე“, ,,ხიხვი“ რომელთა ვენახებიც ფაქტიურად საერთოდ აღარ არსბობს ჩვენს რაიონში.“, - უთხრა მან „რეგინფოს“.

მონასტრის წინამძღოლის განმარტებით, სამომავლოდ, ამ ნაკვეთზე ახლად აშენებული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის ახალი კოდექსით ვერ ისარგებლებენ, რადგან ნაკვეთი გზის პირზეა, სოფელს ემიჯნება, კოდექსი კი მხოლოდ ტყეებზე ვრცელდება.

ინფორმაცია მონასტრისთვის მიწის გადაცემის შესახებ გამოცემა ,,სამხრეთის კარიბჭემ" გაავრცელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]