weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გარდაბანში ცოლზე ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს

16:58 ორშაბათი, 31 ივლისი 2017

სამართალდამცავებმა გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული 16 წლით უმცროს ცოლზე წლების განმავლობაში ძალადობდა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა საკუთარ მეუღლეზე, 44 წლის ე.კ.-ზე, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ასევე დადგინდა, რომ მ.კ. საკუთარ მეუღლეს წლების განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საკუთარი სახლიდან გაქცევას და მიმალვას ცდილობდა“, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.

შსს-ის სტატისტიკით, 2017 წლის 29 ივნისის მდგომარეობით, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციამ 1352 შემაკავებელი ორდერი გასცა. ექვსი თვის განმავლობაში ოჯახური ძალადობის 180 და ოჯახში ძალადობის შედეგად მკვლელობის 8 შემთხვევა დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]