weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ორი ახალი კოვიდინფიცირებული მარნეულის კლასტერიდან, არასრულწლოვანია

12:06 სამშაბათი, 02 ივნისი 2020

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდანაა. ინფიცირებული არასრულწლოვნები გუშინ დადასტურებული სამი პაციენტის ოჯახის წევრები არიან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

მან ინფექციურ საავადმყოფოში მყოფთა შესახებაც ისაუბრა. საბურთალოს კლასტერიდან გუშინ მიღებული პაციენტებიდან სამს დაუდასტურდა ინფექცია, ხოლო მეოთხე, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტს, გამოიკვლევენ. ამ შემთხვევაშიც, ოთხივე პაციენტი ერთი ოჯახის წევრია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 58 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათგან მძიმე და პრობლემური არც ერთის მდგომარეობა არაა. ,,პაციენტებიდან რამდენიმეს აქვს პნევმონია, თუმცა მათი მდგომარეობა კეთილსაიმედოა,“- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა დაინფიცირებულებს. ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს, რაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე სამჯერ ნაკლებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]