weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ენგურის ხიდი პანდემიის გამო მეორედ ჩაიკეტა

13:15 სამშაბათი, 02 ივნისი 2020

ენგურის ხიდზე გადაადგილება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ისევ აკრძალა. პუნქტი, კორონავირუსის გამო, პირველად 14 აპრილს დაიხურა, თუმცა 26 მაისს ცალმხრივად გაიხსნა. მაშინ დე-ფაქტო ხელისუფლებამ არგუმენტად საქართველოში დარჩენილი მოქალაქეების დაბრუნების აუცილებლობა დაასახელა.

"დედა ახლა გალშია, აქეთ ექიმთან ვიზიტი უწევს და გადმოსვლას ვერ ახერხებს. “, - უთხრა "რეგინფოს" მოქალაქემ, რომლის ოჯახიც ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში ცხოვრობს.

გამოცემა „ლაივპრესი“ წერს, რომ აფხაზური მედია დე-ფაქტო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ენგურის ხიდი 1 ივნისიდან ჩაიკეტებოდა. ერთი კვირის განმავლობაში, ვიდრე გადასასვლელი პუნქტი ღია იყო, ენგურის ხიდი სამეგრელოდან აფხაზეთის მიმართულებით 532-მა ადამიანმა გადაკვეთა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]