weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

სახელმწიფოს 277, 300 ლარიანი კონტრაქტი ,,ყვარლის ედემთან“ კორუფციის რისკებს შეიცავს - TI

15:18 სამშაბათი, 02 ივნისი 2020 hits 490

,,საერთაშორისოო გამჭირვალობა“ სასტუმრო „ყვარლის ედემთან“ სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულების ირგვლივ გამოძიებას ითხოვს. ორგანიზაცია წერს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, საკარანტინო სივრცის მოწყობის მიზნით, სასტუმროსთან გაფორმებული კონტრაქტი კორუფციის რისკების მატარებელია.

,,ყვარლის ედემთან“ სახელმწიფოს გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი აქვს, მსგავსი სახის შესყიდვები კი ,,საერთაშორისოო გამჭირვალობის“ (TI) კვლევით კორუფციის რისკებს შეიცავს, რადგან ასეთ შემთხვევებში ბუნდოვანია, რა კრიტერიუმებით არჩევს შემსყიდველი ორგანიზაცია პოტენციურ მიმწოდებელს.

სასტუმრო „ყვარლის ედემს“, 2013-2019 წლებში, 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული.

,,ყვარლის ედემის“ ხელშეკრულების განხილვისას ,,საერთაშორიოსო გამჭირვალობამ“ აღმოაჩინა, რომ მისი მფლობელები მმართველი პარტიის მსხვილი შემწირველები არიან.

„ყვარლის ედემთან“ დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში ქართულ ოცნებისთვის სულ 235,000 ლარი აქვთ შეწირული. სასტუმროს მფლობელებმა და დირექტორმა ალექსანდრე მაღრაძემ ,,ქართულ ოცნებას“ ბოლოს 2020 წლის 20 და 23 მარტს შეწირეს 65,000 ლარი, სამაგიეროდ რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს.

,,ყვარლის ედემის“ 50% - ის მფლობელია შპს ,,ზიმო“, რომელსაც 2012-2019 წლებში პირდაპირი შესყიდვის გზით, 19 მლნ ლარის ღირებულების 49 კონტრაქტი აქვს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული.

„ყვარლის ედემის“ მსავსად, „ზიმო“ და მისი მფლობელებიც „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან. კომპანიის სახელით, 2019 წლის სექტემბერში, მმართველ პარტიას 100,000 ლარი შესწირეს. „ქართული ოცნებისთვის“ ცალ-ცალკე აქვთ შეწირული თანხა „ზიმოს“ წილის მფლობელებსაც:

  • 2020 წლის 20 მარტს შპს „ზიმოს“ დირექტორმა და წილის მფლობელმა ზურაბ კიკნაძემ 25,000 ლარი შესწირა „ოცნებას“, 2019 წლის მაისში კი - 60,000 ლარი.
  • კომპანიის წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, ილია ქავთარაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 13,000 ლარი შესწირა.
  • წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, ლევან მარშანიამ, 2020 წლის 23 მარტს შესწირა „ქართულ ოცნებას” 5,000 ლარი.
  • წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, გია უროტაძემ, 2020 წლის 20 და 23 მარტს, 17,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას”. 2019 წლის მარტში მას 10,000 ლარი აქვს შეწირული.

კომპანია „ზიმო“ აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებით აღებულ ვალდებულებებს დაგვიანებით ასრულებდა. 2013-2017 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და „ზიმოს“ შორის გაფორმებულ 16 ხელშეკრულებაში ცვლილება 65-ჯერ შევიდა, - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. 

,,საერთაშორიოსო გამჭირვალობა“ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში განხორციელებულ ტენდერებს და პირდაპირ შესყიდვებს სწავლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]